კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ანტუან გრიზმანის გუნდში მოსვლა არ უნდათ. სკანდალურ ცნობას „ბლაუგრანას“ შიდა სამზარეულოსთან ძალიან ახლოს მდგომი Sport-ი ავრცელებს.
როგორც კატალონური გამოცემა წერს, „ბარსას“ გამოცდილ ფეხბურთელებსა და მათ შორის ლიონელ მესის, გრიზმანის გასახდელში ხილვა არ უნდათ. შესაბამისად, ფრანგ ფეხბურთელს ვეტო დაადეს.
უცნობია, რა გახდა ამ ყველაფრის მოტივი, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ერთი წლის წინ ფრანგმა თავად იუარა „ბარსელონაში“ გადაბარგება და „ატლეტიკოში“ დარჩენა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი ზაფხულში „როხიბლანკოს“ დატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.