ფეხბურთი

11:53 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რემზი „არსენალს“ ემშვიდობება

უელსელმა ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ, „არსენალის“ საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელის რანგში ბოლო დღე გაატარა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ის 29 მაისს „ჩელსის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ვერ ითამაშებს. რემზის კონტრაქტი „მეთოფეებთან“ სეზონის ბოლოს იწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ის „იუვენტუსს“ შეუერთდება.

„მადლობა ყველაფრისთვის, რამბო!“ - წერია „არსენალის“ ოფიციალურ „ტვიტერზე.“

28 წლის რემზი „არსენალში“ 2008 წელს გადავიდა „კარდიფიდან,“ 6,4 მილიონ ევროდ. სულ ლონდონურ კლუბში ყველა ტურნირში მან 371 მატჩი ჩაატარა, 65 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

0.116753