საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა. დონეცკის „შახტარმა“ ფინალში „ინგულეცი“ უპრობლემოდ (4:0) დაამარცხა და უკრაინის თასი ზედიზედ მეოთხედ (ისტორიაში მეცამეტედ) მოიგო.
ქართველ ფეხბურთელს ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან პაულუ ფონსეკამ 90 წუთი სათადარიგო სკამზე დატოვა.
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ხოჭოლავამ ეს ტიტული შარშანაც მოიგო, ხოლო „შახტარი“ სეზონის დუბლით დასრულებას ეშურება და უკრაინის ჩემპიონობასთან ახლოსაა.