ფეხბურთი

12:50 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „ბარსელონა,“ „ბაიერნი“ და „ჩელსი“ კარგია, მაგრამ „აიაქსიდან“ არსად მივდივარ“

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჟურნალისტებთან „ბარსელონას,“ „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ მის მიმართ ინტერესზე ისაუბრა.

„ასეთი დიდი კლუბების ჩემდამი ინტერესი, ცხადია, სასიამოვნოა, მაგრამ „აიაქსთან“ ჯერჯერობით კონტრაქტი მაკავშირებს. აქ თავს კარგად ვგრძნობ. კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობ. წასვლას არსადს ვაპირებ.“ - უთხრა ტენ ჰაგმა Mundo Deportivo-ს.

49 წლის ტენ ჰაგს „ბაიერნში“ უკვე უმუშავია. ორი წლის განმავლობაში სარეზერვო გუნდს ავარჯიშებდა. „აიაქსი“ კი 2017 წელს ჩაიბარა.

0.117568