38 წლის ამერიკელმა ჩოგბურთლმა, ვინუს უილიამსმა რომის ტურნირი წარმატებით დაიწყო. თუმცა ბელგიელი ელისე მერტენსის დასამარცხებლად 3 საათი და 5 წუთი დასჭირდა. ვინუსმა 7:5, 3:6, 7:6 (7:4) გაიმარჯვა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.
მესამე წრეში გასასვლელად ვინუსი უმცროს დას, სერენას შეხვდება, რომელიც მუხლის ტრავმის გამო მარტის შემდეგ აღარ გასულა კორტზე.
რომის ტურნირზე მათ ერთმანეთთან ბოლოს 1998 წელს ითამაშეს. მაშინ მეოთხედფინალში ვინუსმა ორ სეტში აჯობა სერენას. სერთოდ კი, ეს დების 31-ე შეხვედრა იქნება, რომლებიდანაც 18 სერენამ მოიგო, ვინუსმა - 12.