ფეხბურთი

21:47 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის თამაში გამოცემა Football.ua-მ გამოარჩია.

ხოჭოლავამ ბოლო ტურში „ოლექსანდრიასთან“ (2:1) მოგებულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა და მისთვის მეორე გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 30 თამაში ჩაატარა (22 უკრაინის ჩემპიონატში, 3 თასზე, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ევროპა ლიგაზე) და ორი გოლი გაიტანა.

0.118136