საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
აღსანიშნავია, რომ ლუკა მიმდინარე სეზონში მეხუთედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
ზარანდიამ გასულ ტურში სოსნოვეცის „ზაგლებიესთან“ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ქართველ ფეხბურთელს "არკას" მაისურით მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.