ფეხბურთი

18:25 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიტანა (+VIDEO)

ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის 30-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გახსნა, საბოლოოდ, 1:3 წააგო და უქულოდ დარჩა.

გრაცელთა რიგებში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა და გოლიც გაიტანა. 29-ე წუთზე „შტურმი“ სწორედ ქართველმა შემტევმა დააწინაურა. ოთარმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, რამდენიმე მცველთან ჭიდილში შესანიშნავად გაისარჯა და მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. ვთქვათ, რომ ეს ჩვენებურის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში (27 თამაში).

„შტურმი“ კი საჩემპიონო ჯგუფში 24 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124275