ყაზახეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში ელგუჯა ლობჟანიძისა და ლაშა კასრაძის „ტარაზმა“ „ასტანას“ უმასპინძლა დამოულდნელად, 2:0 დაამარცხა.
აღნიშნულ გამარჯვებაში ჩვენებურებმა დიდი წვლილი შეიტანეს. კასრაძემ დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა, ხოლო ლობჟანიძემ 76-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
26 წლის ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში უკვე 4 გოლი დაუგროვდა. „ტარაზი“ კი 9 ქულით მეცხრე პოზიციზე იმყოფება.