რომის მასტერსის 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი 6:1 7:6 დაამარცხდა და რამდენიმე კვირის წინ მონაკოში წაგებული მატჩისთვის უნგრელთან სრულფასოვანი რევანში აიღო. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
ნიკა პირველ სეტში შეუდარებელი იყო მარტონს არანაირი შანსი არ ჰქონია. მეორე პარტიაც ბასილაშვილმა აქტირუად დაიწყო და ორჯერ ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა ორივეჯერ უნგრელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 5:4-ზე მატჩ-პოინტიც გადაარჩინა. ტაი-ბრეიკზე ბიკოლოზმა უფრო ზუსტად ითამაშა და 7:2 იმარჯვა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი ფუჩოვიჩთან 2:3-ს აგებს.
მომდევნო ეტაპზე ნიკა კუკუშკინი-დიერეს გამარჯვებულს შეხვდება.
რომის მასტერსის საპრიზო ფონდი 5.2 მილიონი ევროა.