ვერონას „კიევოს“ ლეგენდა, სერჯო პელისიერი ტოვებს. 40 წლის ფეხბურთელმა უკვე ოფიციალურად დააანონსა, რომ კარიერას ასრულებს.
„ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯია და ასე აჯობებს. სიამოვნებით ვითამაშებდი ისევ სერია A-ში ან სერია B-ში, მაგრამ ციკლი დასრულებულია. ვიმედოვნებ, მწვრთნელი დარჩენილ სამ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობას მომცემს და ბოლო შეხვედრას სახლში ჩავატარებ“, - თქვა პელისიერმა.
სერჯო პელისიერმა „კიევოს“ მაისური 2002 წელს მოიგო და მას შემდეგ სხვაგან არ უთამაშია. „მფრინავი ვირების“ რიგებში იტალიელმა ფორვარდმა 511 თამაში ჩაატარა და 139 გოლი გაიტანა (მიმდინარე სეზონში 13 თამაში, 4 გოლი).
„კიევომდე“ პელისიერი „ტორინოს“, „ვარეზესა“ და „სპალის“ რიგებშიც თამაშობდა. ვერონულ გუნდში კი ლეგენდა დააფასეს და 31-ნომრიანი მაისური გააუქმეს.