ესპანელი რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსის ¼-ფინაში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება.
1/8-ფინალში ნადალმა ფნრენსის ტიაფოს 6:3, 6:4 აჯობა.ნადალს ტიაფოს ჩაწოდებაზე თამაში უჭირდა, ორივე სეტში რაფამ თითო-თითო უპასუხო ბრეიკი შეასრულა. ტიაფოს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ისიც ვერ გამოიყენა.
ვავრინკამ თავის მხრივ კეი ნიშიკორი მძიმე ბრძოლაში 6:3, 7:6 დაამარცხა.
ურთიერთშეხვედრებში ნადალი ვავრინკას 17:3-ს უგებს, ხოლო თიხის საფარზე ანგარიში 6:1-ია. შეხვედრა 10 მაისს თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული.