ფეხბურთი

11:18 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ორიჯის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„ლივერპულის“ თავდამსხმელი, დივოკ ორიჯი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონასთან“ დუბლი შეასრულა, კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს - გვამცნობს The Independent.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი კმაყოფილია ბელგიელის ვარჯიშებზე გარჯით. ამიტომ მას დანიელ სტარიჯსა და შერდან შაჩირის ამჯობინებს.

ისიც ცნობილია, რომ ორიჯის შეძენა „ევრტონს,“ „კრისტალ პალასსა“ და „ვულვერჰემპტონს“ სურთ. „ლივერპულთან“ მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეაზონში მან ჯამში 20 მატჩი ითამაშა, 7 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასით გამოიჩა.

0.113173