ფეხბურთი

12:42 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

2013 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველად ჩატარდება მესისა და რონალდუს გარეშე

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და ფინალში გაცვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად მოხდება, როცა საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის.

მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინათ „ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა (2:1), ლიგის ფინალში ყოველთვის გადიოდნენ გუნდები რომლებშიც მესი ან რონალდუ თამაშობდნენ.

„ლივერპული“კი ტურნირის ისტორიაში მეოთხე კლუბი გახდა, რომელმაც პირველ ნახევარფინალურ მატჩში განადგურების შემდეგ, ჯამში მაინც მოახერხა გამარჯვება.

მერსისაიდელები ფინალში „აიაქსი“ – „ტოტენჰემის“ მოგებულს შეხვდებიან. ამათი მატჩი დღეს, 8 მაისს, ამსტერდამში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.118348