ფეხბურთი

13:16 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა პსჟ-ის ოთხი მოთამაშის გვარი დაასახელა, რომლებიც არ გაიყიდებიან

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კლუბის ხელმძღვანელებს იმ ფეხბურთელების გვარები დაუსახელა, რომლების შენარჩუნებასაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდება.

L’Equipe-ს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა ნეიმარის, მბაპეს, ვერატისა და მარკინიოსის შენარჩუნება ითხოვა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში, 35 ტურის შემდეგ პსჟ-ს 85 ქულა აქვს და უკვე ჩემპიონია, 16 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მდგარ „ლილს.“

0.118159