ფეხბურთი

2:50 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ცეცხლი" "მილანის" სათადარიგო სკამზე - გატუზოსა და ბაკაიოკოს შელაპარაკება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში "მილანმა" "ბოლონია" 2:1 დაამარცხა და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ეს თამაში ყურადღების ცენტრში სხვა კუთხითაც მოექცა. შეხვედრის 27-ე წუთზე ლუკას ბილიამ ტრავმა მიიღო და ჯენარო გატუზომ მის ნაცვლად მოედანზე ხოსე მაური შეუშვა.

ეს არ მოხდებოდა, რომ არა კონფლიქტი სათადარიგო სკამზე, ტელეკამერების წინ - გატუზოსა და ტიემუ ბაკაიოკოს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ყველაფერი შეიძლება მითხრან. მნიშვნელოვანია, რომ გასახდელში პატივისცემის ნაკლებობა არ იყოს. ბოლოს შეფასებები დაიწერება, როგორც სკოლაში. ახლა მთავარია, რა ხდება მინდორზე. მინდა ეს თემა გასახდელში დაიხუროს, იმ ენაზე, რომელზეც საუბარი მიყვარს, ტელევიზიებით ამის გაკეთება არ შემიძლია“, - თქვა ნამატჩევს გატუზომ.

რა მოხდ(ებ)ა გატუზოსა და ბაკაიოკოს შორის ამ ყოველივეს შემდეგ უცნობია. ფაქტია, მშვიდი ხასიათით არც იტალიელი გამოირჩევა და არც ფრანგი.

0.124825