პორტუგალიური „პორტუს“ მეკარემ, იკერ კასილიასმა საავადმყოფო დატოვა და პირველი კომენტარიც გააკეთა. ლეგენდარული ესპანელმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პერიოდში მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ძალიან გამიმართლა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და სითბოსთვის. ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. რამდენიმე კვირა ან თვე დავისვენებ, ათასობით ადამიანმა გამომიგზავნა მესიჯები და ყველას ვუპასუხებ, რადგან ახლა დრო მაქვს. რა იქნება მომავალში? მთავარია, რომ აქ ვარ“, - განაცხადა კასილიასმა.
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა „პორტუს“ ვარჯიშზე ინფარქტი მიიღო და დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევს.