ფეხბურთი

12:34 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენ მი და პრემიერლიგის არასასურველი "ბომბარდირობა"

ინგლისური „ბარნლის“ ფეხბურთელმა ბენ მიმ პრემიერლიგის ანტირეკორდი გაიმეორა. „ევერტონთან“ (0:2) წაგებულ შეხვედრაში ინგლისელმა ფეხბურთელმა საკუთარი კარი დალაშქრა და ეს მიმდინარე სეზონში მისი მეოთხე ავტოგოლი გამოდგა.

ამრიგად, ბენმა ერთ სეზონში გატანილი ავტოგოლებით ანტირეკორდი გაიმეორა. 2013-2014 წლების სეზონში მარტინ შკრტელმა („ლივერპული“) და 2017-2018 წლების სეზონში ლუის დანკმა („ბრაიტონი“) სეზონში ასევე 4 ავტოგოლი მიითვალეს.

ისე კი, პრემიერლიგის ისტორიაში „ბომბარდირი“ საკუთარ კარში გატანილი გოლებით ირლანდიელი რიჩარდ დანი გახლავთ, რომელმაც ავტოგოლი საკუთარ აქტივში 10-ჯერ ჩაიწერა.

0.135186