ნიკოლას ტალიაფიკო ამსტერდამის „აიაქსში“ რჩება. არგენტინელ ფეხბურთელსა და ჰოლანდიურ გრანდს შორის ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული ინფორმაცია „აიაქსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტალიაფიკოს ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, მათ შორის, „არსენალს“, პსჟ-ს, „რეალსა“ და „ინტერს, მაგრამ როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელი მომდევნო სეზონსაც „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაატარებს.
შეგახსენებთ, ტალიაფიკო „აიაქსში“ 2017 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა.