ფეხბურთი

15:12 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელოდება

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ანტვერპენში მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. 19 წლის ჩვენებურს ტრავმა დიდი ხანი აწუხებდა, მაგრამ კლუბში ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ და მეტიც, ათამაშებდნენ კიდეც.

საბოლოოდ, გიორგი ოპერაციას ვერ გადაურჩა და საბედნიეროდ, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა.

ცუდი ისაა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გასტანს. Voetbalkrant-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევი მოედანზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამდეგი სეზონის დასაწყისიც გაუცდება და სავარაუდოდ, ნოემბერში დაბრუნდება.

შესაბამისად, გიორგი საქართველოს ნაკრებს უახლოეს პერიოდში (ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი) გასამართ მატჩებშიც ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „გენტის“ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 31 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122224