გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა.
„ფილადელფიამ“ შინ „ტორონტო“ 116:95 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ფილადელფიელები მატჩის სტარტზევე ანგარიშით წინ გავიდნენ და შეხვედრის ბოლომდე კანადელები მდევრის როლში იყვნენ. ჯოელ ემბიდიმ გუნდს 33 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი შესძინა. „ტორონტოში“ კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელსაც 33 ქულა ჰქონდა.
სერიის მეოთხე შეხვედრა ფილადელფიაში 5 მაისს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
„ფილადელფია“ – „ტორონტო“ 116:95 (32:29, 32:24, 25:28, 27:14)
https://www.youtube.com/watch?v=hyoQIpl-g6I