ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ალ რიადთან” 67:81 წააგო და მეტოქეს 1:2 ჩამორჩა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ცქიტიშვილმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, შემდეგი მატჩი კი 2 მაისს შედგება.