კალათბურთი

21:15 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის საიუბილეო მატჩი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინს დღეს 60 წელი შეუსრულდა. დერიუგინი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევების კალათბურთელია. ის გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც მსოლიოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვებია.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში დერიუგინის სიყრმის მეგობრები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა და ნაკრებში მოასპარეზე ვეტერანი კალათბურთელები ჩამოვიდნენ. ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც ნიკოლოზ დერიუგინმა თავის უცხოელი მეგობრების გუნდ „მოსკოვში“ ითამაშა.

გამარჯვება საქართველოს დარჩა – 80:67. ქართველთაგან 26 ქულით ზაზა ღონღაძე გამოირჩა. 24 ქულა ლევან წულაიამ მიითვალა, პაატა გურასპაულის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. თავად იუბილარმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

ნიკოლოზ დერიუგინი

დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში

სიმაღლე: 206 სმ
1977-1986 წლებში თბილისის „დინამოს” კალათბურთელი
თამაშობდა თბილისის „თბილისში”, „ვითაში”, სდასუ-ში, მაფ-ში (უნგრეთი) და „სლოვაკოფარმა”-ში (სლოვაკეთი)
1978-1985 წლებში სსრკ ნაკრების ცენტრი
1995-1996 წლებში საქართველოს ნაკრების ცენტრი
ტიტულები:
მსოფლიოს ჩემპიონი – 1982; ევროპის ჩემპიონი – 1981; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის – 1977; ოლიმპიური თამაშების ბრიჯნაოს პრიზიორი – 1980; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1983; საკონტინენტთაშორისო თასი – 1977, 1979; საქართველოს ჩემპიონი – 1996; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1993; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1977; სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1982; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი – 1993

www.gbf.ge

0.118881