სხვა

15:27 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუნელაშვილის ბრინჯაოს მედალი თურქეთში

ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელებიდან სეზონი პირველად ქეთი კუნელაშვილის გუნდმა დაასრულა. თურქეთის ქალთა სუპერლიგაში „არდაშენმა“ ბოლო სამი მატჩი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლები კლუბმა გაინაღდა ბოლოსწინა ტურში, უშუალო კონკურენტ იენიმაჰალესთან სტმრად მოგებული მატჩის შემდეგ 36-35, ბოლო ტურში კი შინ დაამარცხა იალიკავაკი, 35-28. ქართველი ხელბურთელს სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა მე-18 ტურში, ფოლატლის წინააღმდეგ, სადაც 8 გოლი გაიტანა.

ყვარლის სახელბურთო კლუბის აღზრდილმა კუნელაშვილმა შარშანდელი სეზონი ესპანეთში, გრანოლერსის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა 2018 წელს კი პირველი პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი თურქეთის არდაშენთან. სუპერლიგაში ქართველმა უკანახაზელმა ოციდან 14 მატჩში ითამაშა, 23 გოლი გაიტანა და უკვე მიიღო კლუბისგან წინადადება, კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.

თურქეთის თასის ნახევარფინალში არდაშენი ნახევარფინალში დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონ კასტამონუსთან (28-29, 25-27), ხოლო ჩემპიონატსი დაკავებული მესამე ადგილით მომავალ სეზონში ჩელენჯ კაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ხელბურთი. თურქეთის სუპერლიგა (ქალები) საბოლოო, 20/20 ტურის შემდეგ. 1. კასტამონუ 35 ქულა - 2. მურატფაშა 33 - 3. არდაშენი 31 -– 4. იენიმაჰალე 28 - 5. უშკუდარი 23 – 6. იზმირი 19 - 7. აქსარაი 17 – 8. ფოლათლი 17 - 9. იალიკავაკი 11 – 10. ბურსა 5 - 11. სამსუნი 1

0.117081