„სუონსის“ ნახევარმცველი, დენიელ ჯეიმსი, მომავალ ზაფხულს, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ აღმოჩნდეს - წერს Manchester Evening News. „ქალაქელთა“ მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ 21 წლის უელსელს შეუძლია გუნდის გაძლიერება.
ჯეიმსი ზამთარში თითქმის გადასული იყო 10 მილიონად „ლიდსში,“ მაგრამ მოლაპარაკება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ჯეიმსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 36 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა.