ფეხბურთი

12:23 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ გატუზოს ადგილზე ოთხ კანდიდატს განიხილავს

„მილანის“ ხელმძღვანელობამ ოთხი კანდიდატის სია წარმოადგინა, რომლებიც გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს შემცვლელებად მოიაზრებიან.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ამ ოთხიდან, პრიორიტეტულად „რომას“ ექსდამრიგებელი ეუსებიო დი ფრანჩესკო და „ატლანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპარინი მოიაზრებიან.

გაფართოებულ სიაში კიდევ ორი სპეციალისტი, „მონაკოს“ ლეონარდუ ჟარდიმი და „სამპდორიას“ მარკო ჯანპაოლო არიან, თუმცა მათ ნაკლები შანსი აქვთ.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატუზოს „ჩელსის“ ამჟამინდელი თავკაცი, მაურიციო სარი ჩაანაცვლებდა. მაგრამ სარიმ მილანელებს აცნობა, რომ ჯერჯერობით ლონდონური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

0.114389