ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი მიიჩნევს, რომ მას ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც გამარჯვება უყვართ, მაგრამ დამარცხება ძალიან ცოტა მათგანს სძულს.
გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს:
„ვიცი, რა უნდა ვუთხრა ნეიმარს, მაგრამ დისკუსია მხოლოდ გასახდელის შიგნით დარჩება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომელთაც გამარჯვება უყვართ და წაგება სძულთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც მოგება უყვართ, მაგრამ ბევრს არ სუძლს დამარცხება. ამ ორ ასპექტს შორის დიდი განსხვავებაა. ნეიმარსა და მბაპეს შორის კი, არანაირი პრობლემა არაა.
ჩვენ უფრო მეტი ისეთი ფეხბურთელი გვჭირდება, რომლებსაც წაგება სძულთ. ეს ყოველდღე უნდა დაამტკიცონ, რომ ფინალისთვის მზად არიან, რადგან ფინალისთვის მზადება ორი-სამი ვარჯიშით შემოიფარგლება. „რენთან“ მას შემდეგ წავაგეთ, რაც 2:0 დავწინაურდით, იგივე მოხდა „მანჩესტერთანაც“. ძნელია აჩვენო შენი საუკეთესო მხარე თუ საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებელი იქნები. ბევრი რამ არის შესაცვლელი, რომელიც ჩვენ გადაწყვეტილებებზე მომავალი სეზონისთვის გავლენას მაოხდენს“, - განაცხადა ტუხელმა.