სხვა

17:45 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოსტოლიმპიურ სეზონში მაგიდის ჩოგბურთში ცვლილებები იგეგმება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITTF) თეთრი ბურთების ყვითლებით ჩანაცვლებას აპირებს, ასევე ნებადართული იქნება სხვადასხვა ფერის ზედაპირის მქონე ჩოგნების გამოყენება.

ამჟამინდელი წესებით, ჩოგანს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ წითელი და შავი რეზინის ზედაპირი. ITTF-ის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეთა განმარტებით, სხვადასხვა ფერის ინვენტარი სპორტის ამ სახეობის სანახაობრიობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიუხედავად, ჩოგნის ერთი მხარე კვლავინდებურად წითელი უნდა დარჩეს. ამასთან, გადაწყვეტილია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ყვითელი ბურთით რამდენიმე სატესტო ტურნირი ჩატარდება.

„ცვლილებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს სპორტსმენებსა და ტელემაყურებლებში ბურთის ხილვადობაზე. ამიტომაც ყველა ვარიანტს სპეციალისტები წინასწარ შეამოწმებენ," - განმარტავს ITTF-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ დეინტონი.

www.geonoc.org.ge

0.106022