ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის გადაბირების იმედს არ კარგავს. La Repubblica-ს ცნობით, „ბიანკონერი“ მზადაა „ნერაძურის“ არგენტინელის სანაცვლოდ პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი ან ჟოაუ კანსელუ დაუთმოს.
საინტერესოა, რომ „ინტერმა“ „იუვეს“ იკარდი-იგუაინის ბარტერზე უარი უკვე უთხრა, მაგრამ ტურინელები მზად არიან თავიანთი შეთავაზება გააუმჯობესონ.
მიმდინარე სეზონში იკარდიმ 32 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.