საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში მე-2 გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულ დონეზე ადგილის შენარჩუნება მოახერხა, რაც უდავოდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა მექსიკურ სანტა ფეში მიმდინარე შეჯიბრის საწყის ტურში ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 წააგეს, რასაც მასპინძლებთან გამარჯვება (3:2) მოჰყვა, შემდეგ კი, ახალ ზელანდიასთან მარცხი (2:6) იყო.
მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიას გაეჯიბრა და ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრებოდა. ჩვენი გუნდმა 11 წუთის თავზე 0:3 ჩამორჩა, თუმცა, შემდეგ მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და მცირე სენსაციაც მოახდინა – 6:3 (2:3, 2:0, 2:0).
ქართველ ჰოკეისტთაგან დუბლის შესრულება ოლივერ ოლბოგოგიანმა შესძლო, თითოჯერ კი თავი არტიომ კურბატოვმა, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა, არტიომ კოზიულინმა და ალექსანდერ ვასილჩენკომ გამოიჩინეს.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა მოუგროვდა და არათუ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა, არამედ, დასკვნითი ტურის წინ, ექვს გუნდს შორის მე-3 ადგილი უკავია. ქართველი ჰოკეისტები უკანასკნელ შეხვედრას ისრაელთან ჩაატარებენ, რომელიც 11 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.
21 აპრილი
საქართველო – ჩრდილოეთ კორეა 4:9
ისრაელი – ისლანდია 6:3
მექსიკა – ახალი ზელანდია 2:7
22 აპრილი
ისლანდია – ჩრდილოეთ კორეა 8:0
ახალი ზელანდია – ისრაელი 3:5
მექსიკა – საქართველო 2:3
24 აპრილი
ახალი ზელანდია – საქართველო 6:2
ისრაელი – ჩრდილოეთ კორეა 9:3
ისლანდია – მექსიკა 8:1
26 აპრილი
ჩრდილოეთ კორეა – ახალი ზელანდია 5:8
საქართველო – ისლანდია 6:3
მექსიკა – ისრაელი 4:5 (ოტ.)
27 აპრილი
ისრაელი – საქართველო
ისლანდია – ახალი ზელანდია
ჩრდილოეთ კორეა – მექსიკა