ფეხბურთი

12:24 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "გოდინისა და ფილიპე ლუისის შესახებ საუბარი რთულია "

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო გოდინის, ფილიპე ლუისისა და ხუანფრანის შესახებ ისაუბრა, რომლებიც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებენ.

არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მათი მომავლის შესახებ გადაჭრით საუბარი ძნელია:

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ დარჩება და ვინ წავა გუნდიდან. გოდინის, ფილიპე ლუისისა და ხუანფრანის შესახებ საუბარი რთულია, მხოლოდ ის ვიცით, რომ სამივემ „ატლეტიკოსთვის“ თავიანთი გული და სიცოცხლე გაიღეს. ჩვენ მათთვის და გუნდისთვის საუკეთესო გვინდა, ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო გოდინს აქტიურად უკავშირებენ მილანის „ინტერს“ და ბოლო ცნობებით, ყველაფერი შეთანხმებულია. ფილიპე ლუისის სამსახურით კი კატალონიის „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

0.118884