ფეხბურთი

13:33 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" გატუზო შესაძლოა ჯიუნტიმ შეცვალოს

იტალიური „მილანის“ ხელმძღვანელობა ჯენარო გატუზოს გათავისუფლებაზე ფიქრობს. La Stampa-ს ცნობით, „როსონერის“ მესვეურები რინოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სეზონის დასრულებას არ დაელოდებიან.

ყველაფერს „ტორინოსთან“ დამდეგი მატჩი გადაწყვეტს. თუ „მილანი“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს ვერ დაამარცხებს, გატუზო უსაქმოდ დარჩება.

იტალიელს სეზონის ბოლომდე ფედერიკო ჯიუნტი შეცვლის, რომელიც ამჟამად „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მეოთხე ადგილს ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად 56 ქულით იყოფს, მაგრამ იქვე არიან „რომა“, „ტორინო“ და „ლაციოც“. იტალიის თასის ნახევარფინალში კი ორი დღის წინ სწორედ „ლაციოსთან“ დამარცხდა და ფინალს გასვლა ვერ მოახერხა.

0.107407