ფეხბურთი

11:16 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენს“ დე ხეას ყიდვა სურს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერის“ მეკარის, დავიდ დე ხეას ყიდვას შეეცდება - წერს The Sun. პარიზელები მზად არიან ესპანელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში პარიზული გუნდის კარს მონაცვლეობით იცავდნენ ალფონსო არეოლა და 41 წლის ჯიჯი ბუფონი. იტალიურ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ამ უკანასკნელმა ზაფხულში შესაძლოა კარიერა დაასრულოს და თავის ყოფილ კლუბში, „იუვენტუსში“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.

0.126918