ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი არ აქვს და გუნდიდან წასვლას არ აპირებს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან „ინტერსაც“ გადაუხადა მადლობა, რომლის ღირსებას 2017-2018 წლების სეზონში იცავდა.
„ალეგრისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის შესანიშნავი ადამიანი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. "იუვენტუსიდან" წასვლას არ ვაპირებ, მსურს, რომ ჩემი მომავალი ამ გუნდთან ერთად დავწერო. მინდა „ინტერს“ მადლობა გადავუხადო, იქ გატარებული საწყისი 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის წყალობით იტალიის საუკეთესო გუნდში გადავედი“, - განაცხადა კანსელუმ.
შეგახსენებთ, კანსელუ „იუვენტუსმა“ ესპანური „ვალენსიასგან“ შეიძინა, მაგრამ მანამდე საიჯარო ხელშეკრულებით მილანის „ინტერში“ ირჯებოდა.