ავსტრიის ბუნდელსიგის ჩემპიონთა ჯგუფის 27-ე ტურში გრაცის „შტურმი“ „ლინცს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გრაცელთა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა.
ქართველი შემტევი წარმატებული გამოდგა, რადგან ანგარიში 61-ე წუთზე იაკობ იანტშერმა კიტეიშვილის გადაცემით გახსნა და შედეგად, ჩვენებურმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ოთარი მოედანზე 77-ე წუთამდე იყო და შეცვალეს.
საბოლოოდ, მატჩი „შტურმმა“ 2:1 მოიგო და საჩემპიონო ჯგუფში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა. გრაცელებს ლიდერთან მიახლოვება არ შეუძლიათ, მაგრამ სამეულში მოხვედრა საკმაოდ რეალურია.