ფეხბურთი

18:18 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და პსჟ ბარტერს გეგმავენ

მილანის "ინტერი" და ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" ბარტერზე მუშაობენ. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდებმა შესაძლოა მაურო იკარდი და ედინსონ კავანი გაცვალონ.

არგენტინელი "ინტერში" ყოფით უკმაყოფილოა და დიდი შანსია, რომ ზაფხულში დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში იკარდის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა გამუდმებით ამბობს, რომ მისი ქმარი "ინტერში" რჩება, იტალიურ მედიას მისი სიტყვების არ სჯერა.

კავანის კი პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ურუგვაელი პარიზის დატოვების საკითხს სერიოზულად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ კავანის იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო იკარდი ფრანგული გუნდის ინტერესთა სფეროში აქამდეც იმყოფებოდა.

0.114953