ფეხბურთი

23:33 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზმა" პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში "ვულვერჰემპტონმა" "ბრაიტონს" უმასპინძლა და გოლი არ გასულა (0:0). საინტერესოა, რომ "მგლებმა" 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა.

"ვულვზმა" შეხვედრა ისე დაასრულა, რომ თამაშის წესი ერთხელაც არ დაურღვევია. მსგავსი ფაქტი ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ "ვულვზი" 34 თამაშში მოპოვებული 48 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

0.121119