ფეხბურთი

18:37 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კინს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

ტურინის „იუვენტუსი“ მოიზე კინს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, ნიჭიერ ფეხბურთელთან მოლპარაკებები დაწყებულია და ყველაფერი წარმატებით დასურლდება.

უახლოეს დღეებში ტურინში ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასაც ელოდებიან, რის შემდგომაც კონტრაქტი გაფორმდება.

შეთანხმების საფუძველზე კინი „იუვეს“ რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი გასამრჯელო 2 მილიონი ევრო გახდება წელიწადში. საინტერესოა, რომ ამჟამად კინი მხოლოდ 550 ათასს გამოიმუშავებს და ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია. ბოლო პერიოდში კი შესანიშნავად ათამაშდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.114328