ფეხბურთი

15:05 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელებისა და ქომაგების ზეიმი ენსხედეში - "ტვენტე" ერედივიზიონში დაბრუნდა (+VIDEO)

ენსხედეს „ტვენტე“ ჰოლანდიის ერედივიზიონს დაუბრუნდა. ერსტედივიზიეს 36-ე ტურში „ტვენტე“ საკუთარ მოედანზე „ალკმაარი B”-ს დაუზავდა (0:0) და მდევართათვის მუწვდომელი გახდა.

ენსხედელები მეორეადგილოსან როტერდამის „სპარტას“ 8 ქულით უსწრებენ (თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული) და ბუნებრივია, ამ სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია. ამრიგად, ენსხედეში დიდი ზეიმი იყო და საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა წარმატება მწვანე მინდორზე ერთად იზეიმეს.

შეგახსენებთ, „ტვენტე“ 2009-2010 წლების სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. თუმცა, 2015 წელს ფინანსური კრიზისი დაეწყო და 2017-2018 წლების სეზონში ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მაგრამ, ელიტაში დაბრუნება უმალვე მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ამავე მატჩში პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი რუუდ გულიტის შვილს ჰქონდა, რომელიც იმავდროულად იოჰან კრუიფის შვილთაშვილია.

თეგებიტვენტე
0.126502