მადრიდის „ატლეტიკომ“ ანტუან გრიზმანს გამოსასყიდი თანხა დააკლო. As-ის ინფორმაციით, ფრანგი აქამდე მადრიდელებს 200 მილიონ ევროდ ჰყავდათ შეფასებული, მაგრამ ახლა 120 მილიონამდე შეამცირა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გრიზმანი ზაფხულში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დატოვებს.
შეგახსენებთ, ფრანგ თავდამსხმელს აქტიურად უკავშირებენ კატალონიის „ბარსელონას“, თუმცა „პარი სენ ჟერმენიც“ დაინტერესებულია მასთან თანამშრომლობით.