ფეხბურთი

1:51 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსმა კავანის აჯობა

დრის მერტენსმა ედინსონ კავანის „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირთა დავაში გადაასწრო. იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ „ატალანტასთან“ (1:2) დამარცხდა, მაგრამ დრისს ეს მატჩი მაინც კარგად უნდა მოაგონდეს.

ბელგიელმა შემტევმა ნეაპოლური გუნდის მაისურით 105-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის მეგოლეთა შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მერტენსმა ედინსონ კავანი მოიტოვა უკან, რომელმაც თავის დროზე „აძურის“ რიგებში 104-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

„ნაპოლის“ ყველა დროის მეგოლეთა საუკეთესო ხუთეული კი ასეთია:

მარეკ ჰამშიკი - 121 გოლი (2007-2019)

დიეგო მარადონა - 115 (1984-1991)

ატილა სალუსტრო - 108 (1926-1937)

დრის მერტენსი - 105 (2013-)

ედინსონ კავანი - 104 (2010-2013)

0.136198