ფეხბურთი

23:15 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ტკბილი სიზმარი

იტალიის სერია A-ს 33-ე ტური ნეაპოლში, „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩით დასრულდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.

ამ შეხვედრას ნეაპოლელთათვის არანაირი დატვირთვა არ ჰქონდა, რადგან ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვს და მეორე პოზიციაზეც კომფორტულად იმყოფება. საპირისპირო ვითარება იყო ბერგამოელთა ბანაკში - გამარჯვება ნიშნავდა, რომ „მილანს“ გაუთანაბრდებოდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

პირველი ტაიმი მასპინძლების გამოდგა და დრის მერტენსის გოლმა კარლო ანჩელოტის გუნდი შესვენებაზე დაწინაურებული გაიყვანა. თუმცა, მეორე ნახევარში გაცილებით მოტივირებულმა „ატალანტამ“ მოინდომა და თამაში შემოატრიალა. ჯერ გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა დუვან ძაპატამ ყოფილ გუნდს გაუტანა და გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მარიო პაშალიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შედეგად, „ატალანტას“ 56 ქულა გაუხდა და მეოთხე-მეხუთე ადგილებს „მილანთან“ ერთად იყოს. ბერგამოელებს ისტორიის დაწერის დიდებული შანსი აქვთ, რადგან ერთ დროს ქვედა ლიგასა და ელიტას შორის მოგზაური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას რეალურად უმიზნებს. ალბათ, "ატალანტა" ასეთ რამეს ყველაზე ბედნიერ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ჯამპიერო გასპერინისთან ერთად თურმე ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა...

„ნაპოლი“ – „ატალანტა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მერტენსი (28), 1:1 ძაპატა (69), 1:2 პაშალიჩი (80)

თეგებისერია A
0.135091