ფეხბურთი

22:00 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა "ინტერის" მწვრთნელობაზე ოცნებობს

ფრანგული „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა მილანის „ინტერის“ მწვრთნელობაზე ოცნებობს. ამის შესახებ ლეგენდარულმა ფრანგმა Canal+სთან ისაუბრა.

„ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ ერთ დღეს ის გუნდი გაწვრთნას, სადაც უთამაშია. მე „ინტერში“ დიდი დრო გავატარე და ეს გუნდი მიყვარს. „არსენალი“ კი ის გუნდია, სადაც ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე, „არსენალის“ მწვრთნელობა? რატომაც არა“, - თქვა ვიეირამ.

შეგახსენებთ, რომ ვიეირა „ინტერის“ ღირსებას 2006-2010 წლებში იცავდა, ხოლო იქამდე „იუვენტუსის“, „არსენალის“, „მილანისა“ და „კანის“ რიგებში უთამაშია.

0.124034