„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია. ტომას ტუხელის გუნდს 33-ე ტურის მატჩი დღეს „მონაკოსთან“ ელოდება, მაგრამ იქამდე, უახლოესმა მდევარმა „ლილმა“ „ტულუზასთან“ (0:0) ვერ გაიმარჯვა და პარიზელთა მორიგი ჩემპიონობა გაოფიციალურდა.
სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „პარი სენ ჟერმენი“ „ლილს“ 16 ქულით უსწრებს და ბუნებრივია, დარჩენილ მატჩებში მიუწვდომელი გახდა.
პსჟ ისტორიაში მერვედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით „მონაკოსა“ და „ნანტს“ გაუთანაბრდა, ხოლო ამაზე უკეთესი შედეგით თავს „სენტ ეტიენი“ და „მარსელი“ იწონებენ (10-10 ჩემპიონობა).
აქვე გეტყვით, რომ ბოლო შვიდ სეზონში პრაიზელები მეექვსედ გახდნენ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები. მათ ჰეგემონიაში 2016-2017 წლების სეზონში მხოლოდ „მონაკო“ ჩაერია.