„ბოლო ორი დღე ძალიან რთული იყო ჩვენთვის. დღეს შეიძლება პრემიერლიგა წაგვეგო. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მართლაც გაგვიჭირდა თამაში. როგორც ფეხბურთელი, ნამდვილად ვერ გავაკეთებდი იმას, რაც ბიჭებმა მოახერხეს. „ტოტენჰემმა“ დღეს მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე გასულ ოთხშაბათს. მარცხის შემთხვევაში ტიტულს ვკარგავდით, მეტოქეს კი არაფერი ჰქონდა დასაკარგი.
ტიტული რომც ვერ მოვიგოთ, სეზონს წარუმატებლად მაინც ვერ ჩვთვლი. საჩემპიონო რბოლაში „ლივერპულს“ ვებრძვით. ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელიც ოდესმე მინახავს.“ - უთხრა „სიტის“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს.
მართლაც, ორიოდ დღის წინათ, იმავე „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგიდან დრამატულად გავარდნის შემდეგ, ყველას აინტერესებდა „ქალაქელების“ ემოციურ-მორალური განწყობა. ფრეც კი ძალიან რთულ ვითარებაში ჩააგდებდა მათ საჩემპიონო ბრძოლაში.
პირველი ტაიმი მასპინძლებისა იყო. აი, „ტოტენჰემმა“ კი ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, ევროთასზე წარმატების შემდეგ, თითქოს საერთოდ დაკარგვოდათ პრემიერლიგისადმი ინტერესი. ერთობ უხასიათოდ და ზანტად ირჯებოდნენ. ერთი კორეელი სონი ცდილობდა, მაგრამ პარტნიორები მხარს ვერ უბამდნენ.
ერთადერთი ბურთი კი ჭაბუკმა ფილ ფოდენმა მე-5 წუთზე გაიტანა. ეს ფოდენის პირველი გოლი გახლდათ პრემიერლიგაში.
„სიტიმ“ 86 ქულა მოაგროვა და კვლავ სათავეში ჩაუდგა პრემიერლიგის ცხრილს. ერთადერთი, რამაც მათ ხასიათი გაუფუჭა, კევინ დე ბრუინის ტრავმა გახლდათ. დაშავებუმა ბელგიელმა 38-ე წუთზე დატოვა მინდორი.
მიმდინარე სეზონში ეს გენიალური ბელგიელის პირველი ტრავმა არ არის. შედეგად მან მხოლოდ 18 (11 სასტარტოში) მატჩში ითამაშა, 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა.
„ახლა“ სიტის 24 აპრილს, უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის თანაქალაქელ „იუნაიტედთან.“ ამ შეხვედრაზე დიდად იქნება დამოკიდებული ინგლისის ჩემპიონის ბედი.
ინგლისი
პრემიერლიგა. 35-ე ტური. 20 აპრილი
სიტი - ტოტენჰემი 1:0
მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 489
1:0 ფოდენი (5)
სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დე ბრუინი (ფერნანდინიო 38), ფოდენი (დავიდ სილვა 85), სტერლინგი, აგუერო (სანე 66), ბერნარდუ სილვა
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი (ლიორენტე 78), ვერტონგენი, სანჩესი, დაიერი (ვანიამა 61), ალი (როუზი 69), ფოიტი, დევისი, სონი, ერიკსენი, მოურა
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გაფრთხილება: სტერლინგი (90+3); ვანიამა (86), ვერტონგენი (90+3)
ბორნმუთი - ფულემი 0:1
0:1 მიტროვიჩი (53, პენ)
ვესტ ჰემი - ლესტერი 2:2
1:0 ანტონიო (37), 1:1 ვარდი (67), 2:1 ლუკას პერესი (82), 2:2 ბარნსი (90+2)
ვულვზი - ბრაიტონი 0:0
ჰადერსფილდი - უოტფორდი 1:2
0:1, 0:2 დეულოფეუ (5, 80), 1:2 გრანტი (90+2)
ნიუკასლი - საუთჰემპტონი 3:1
1:0, 2:0 პერესი (27, 31), 2:1 ლემინა (59), 3:1 პერესი (87)