კალათბურთი

0:22 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ანგარიში გაათანაბრა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” სერბულ “ცრვენა ზვეზდას” მეორე საშინაო მატჩიც მოუგო და ადრიატიკის ლიგის ფინალურ სერიაში წონასწორობის აღდგენა მოახერხა – 2:2.

ქართველი ცენტრი გასულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:07 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
პოდგორიცელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ნორის კოული იყო 31 ქულით, ფრანგმა ედვინ ჯეკსონმა კი 23 ქულა მიითვალა.
ამგვარად, ადრიატიკის ლიგის ჩემპიონის ვინაობა სერიის მე-5 შეხვედრაში გაირკვევა, რომელსაც 22 აპრილს ბელგრადი უმასპინძლებს.

0.114938