ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ განაცხადა, რომ მისმა თანამემამულე ნეიმარმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლით შეცდომა დაუშვა და ესპანურ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს.
"ნეიმარმა "ბარსელონას" დატოვებით შეცდომა დაუშვა და შესაძლოა მიხვდა ამას. ვისურვებდი კვლავ "ბლაუგრანას" რიგებში ვიხილო და თუ ეს არ გამოვა ესპანური ფეხბურთის უკეთესი იქნება რომელიმე სხვა გუნდში გადავიდეს, მაგალითად მადრიდის "რეალში". - ციტირებს Onda Cero რივალდოს სიტყვებს.
ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ფრანგულმა კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევრო გადაიხადა. "ბარსელონას" მაისურით შემტევმა 186 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 105 გოლი და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.