მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, მონტე-კარლოს „მასტერსზე,“ მეორე წრეში თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტი 6:1, 6:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში გასასვლელად ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.
„მთავარია თავს კარგად ვგრძნობდე და დარწმუნებული ვიყო თიხაზე თამაშისას. თითქმის არაფერი შემიცვლია, ვაკეთებ იმას, რასაც გასულ წლებში ვაკეთებდი. ახლა მნიშვნელოვანია ვიგრძნო, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ შემიძლია თამაში.“ - განუცხადა ნადალმა Eurosport-ს.
მონტე-კარლოს „მასტერსი“ 21 აპრილს დასრულდება. ნადალი ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლავთ.