ფეხბურთი

9:48 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“: „wfiuhefijvbeojefvnojegfnvepgfjevgpinbgw“

„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახური ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში სტერლინგის არჩათვლილ გოლს და გუნდის ტურნირიდან გავარდნას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ უკვე წამატებულ წუთზე რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემს“ მეხუთე გოლი გაუტანა, რომელსაც „ქალაქელები“ შემდგომ ეტაპზე გაჰყავდა, თუმცა თურქმა მსაჯმა ჯუნეით ჩაკირმა, ვიდეოარბიტრის რეკომენდაციის კვალად, ის გააუქმა. ნახევარფინალში „ტოტენჰემი“ გავიდა (1:0, 3:4).

„სიტის“ ოფიციალურ „ტვიტერზე“ ასეთი წარწერა გაჩნდა: „wfiuhefijvbeojefvnojegfnvepgfjevgpinbgw.“ კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდია.

0.118573