ტურნირის მეორე დღე დინამო კიევისა და სფფ-ს აკადემიის გუნდების შეხვედრით გაიხსნა. გუშინდელი მატჩების შემდეგ კიეველებს როტერდამელებთან მოპოვებული 3 ქულა უმაგრებდა ზურგს, ხოლო სფფ-ს აკადემია ბრაგასთან აღებული ერთი ქულით გამოვიდა მოედანზე.
მატჩი წვიმის თანხლებით საკმაოდ სანახაობრივად წარიმართა. გოლი აკადემიის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის 30- ე წუთზე გაიტანეს. ზუსტი დარტყმით დიმა ღურწკაია გამოირჩა. მეორე ტაიმში კიეველები ბევრს ეცადნენ სხვაობის აღდგენას, თუმცა გოლი აღარ გასულა და მატჩი სფფ- ს აკადემიის გამარჯვებით დასრულდა, რამაც სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბა სიტუაცია.
სფფ- ს აკადემია 1:0 დინამო კიევი
გოლი: 1:0 ღურწკაია 30’
სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე (გრიგალაშვილი 64), ზოსიაშვილი, პირტახია, რურუა, გ. მამაგეიშვილი (ლაბაძე 56), ო. მამაგეიშვილი, ხიმშიაშვილი (ფუტკარაძე 56), წულუკიძე (სორდია 53), ჭეიშვილი, ღურწკაია (გოჩიაშვილი 64)
დინამო კიევი: კოჩერა, ალექსანდროვი (პუხტიევი 36), ბენედიუკი, ჩუბატი (დავლატოვი 49), ფილატოვი (იერემენკო 36), განჟოლა (ცარენკო 36), ჰორბაჩი, მელნიჩენკო, პოლიშჩუკი, სლესარი, ვოლკოვიცკი
მეორე დღის მეორე მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და მიმდინარე ასპარეზობის ყველაზე დიდი სხვაობაც დაფიქსირდა. როტერდამის ფეიენოორდისა და სპორტინგი ბრაგას მატჩის ბედი ნიდერლანდელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. პორტუგალიელთა მეკარეს თავისი კარიდან ხუთჯერ მოუწია ბურთის გამოტანა. 12 წუთიან მონაკვეთში ჰეთ თრიქი სებასტიან სკიუმმა შეასრულა, დუბლი კი ხორდი ვან ლუნტერენმა გაიფორმა. მეორე ტაიმში ჰოლანდიელებმა მშვიდ რიტმში გადაიყვანეს თამაში და საბოლოოდ 5:0 იმარჯვეს, რამაც B ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. ფეიენოორდმა პირველი სამი ქულა აიღო, ხოლო ბრაგა გუშინ აღებული ერთი ქულის ამარაა.
ფეიენოორდი 5:0 ბრაგა
გოლი: 1:0 სკიუმი 10’ 2:0 ვან ლუნტერენი 17’ 3:0 სკიუმი 18’ 4:0 სკიუმი 20’ 5:0 ვან ლუნტერენი 22’
ფეიენოორდი: ბერგერი, ვან ტოლი, კანდელარია, ოეტეგანალი (გონსაგა 4, ბოგარდი 45), მესუი (ვან დერ ჰეიდენი 36), ვან ლუნტერენი, ვეენფლიტი (რაისი 70), კრისტოფელი, სკიუმი, მოჰამედჰოზეინი (ზეხილი 52), ჰარტიესი
ბრაგა: პაია (აზევედუ 36), ალვეში (ბარბოსა 36), მატოში, სოუზა, და სილვა (ა. ფერეირა 36), ბრანკუ, კონსეისაუ (ბრიტუ 58), პინტუ (გომეში 20), ფერეირა, პერეირა, ფალე
დარასელიას თასზე მესამე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ემპოლი და ციურიხი წარდგნენ. იტალიელები ინგლისელებთან მოპოვებული სამი ქულით გავიდნენ მოედანზე, ხოლო ციურიხმა დინამო თბილისთან დიდი ანგარიშით დათმო გუშინდელი მატჩი. შეხვედრა ემპოლიმ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებზე ანგარიში ფილიპო პანიკუჩიმ გახსნა. მანვე ტაიმის შუაწელს იტალიელთა სხვაობა ორამდე გაზარდა და შეხვედრის პირველი ნახევარი ეგრეც მორჩა. მეორე ტაიმში შვეიცარიელები ბევრს უტევდნენ, იტალიელები კი ცდილობდნენ თამაშის რიტმის შენარჩუნებას. ყველაზე საინტერესო კი შეხვედრის ბოლო 4 წუთში მოხდა. 67- ე წუთზე მიხაილ სტევანოვიჩმა თერთმეტმეტრიანიდან სხვაობა შეამცირა, ხოლო კომპენსირებულ დროში დანიელ დენოონმა მოხდენილი თავურით ციურიხი მარცხისგან იხსნა და მატჩიც 2:2 დასრულდა.
ციურიხი 2:2 ემპოლი
გოლი: 0:1 პანიკუჩი 1’ 0:2 პანიკუჩი 20’ 1:2 სტევანოვიჩი 67’ 2:2 დენოონი 70+1’
ციურიხი: კუნცლი, ლეაო, კარდოსო, სებეკი, დენოონი, შესი (ლტაეფი 56), განიუ, შაქირი (ლუბურიჩი 36), ჟოოსი, კოპი (სტევანოვიჩი 42), გონსენბახი
ემპოლი: ფანტონი, ბაჯანი (ბუკიონი 42), ფინი (ფალსინი 36), ინაკიტი, ინდრაგოლი, მაკი (ბარსი 49), მარიანუჩი, მაუტე (კაპელი 42), პანიკუჩი (კორსი 36), რენცი (გუარინო 49), რეგოლი
დასკვნით მატჩში მოედანზე დინამო თბილისი და ვულვერჰემფთონ უონდერერსი გავიდნენ. თბილისელებმა გუშინდელ შეხვედრაში ციურიხის წინააღმდეგ 3 ქულა მოიპოვეს, ხოლო მგლებმა ემპოლისთან 0:1 წააგეს. დინამომ პაექრობაში სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და სტანდარტული სიტუაციებიც ბრწყინვალედ გამოიყენა. ლუკა გაგნიძემ მე- 14 წუთზე ზუსტად გამოიყენა საჯარიმო დარტყმა და გახსნა ანგარიში. მანვე შედეგიანად შეასრულა პენალტი და 21- ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. დინამოელებმა არც მეორე ტაიმში მოუკლეს შეტევებს, 49- ე წუთზე ლუკა ჯანაშიამ სამამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოო შედეგი კი 62- ე წუთზე ჯადული იობაშვილმა ლამაზი გოლით დააფიქსირა. ამრიგად დინამომ მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით და გოლგაუშვებლად მოიგო, შესაბამისად პლეი ოფის საგზურიც ვადაზე ადრე მიიღო.
დინამო თბილისი 4:0 ვულვერჰემფთონი
გოლი: 1:0 გაგნიძე 14’ 2:0 გაგნიძე 21’ 3:0 ჯანაშია 49’ 4:0 იობაშვილი 62’
დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი, ხვადაგიანი , ჩხეტიანი, გაგნიძე (ჯანაშია 36), გეგიაძე, თოდუა (კობახიძე 63), იობაშვილი, შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 36), აბუაშვილი (გოგებაშვილი 63)
ვულვერჰემფთონი: ჯექსონი, ბარნეტი, პიერპოინტი, ბრაუნი (კაბეია 36), ჰორანი (ო’გრეიდი 36), კანდოლა, ლიმბისკისა, მაკლეოდი (ფარმერი 43), რობერთსი (ფრეიზერი 65), ნზინგა (სკიკლუნა 36), ტიპტონი
www.fcdinamo.ge